Search
  • Kedari Ventures

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ProductTank Tbilisi-ის მორიგი ღონისძიება გაიმართა

სამმა ქართულმა სტარტაპმა, რომლებმაც საქართველოში 500 Global-ის, ხოლო სან-ფრანცისკოში 2-კვირიანი აქსელერაციის პროგრამაა გაიარეს თავიანთი გამოცდილება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გამართულ ProductTank Tbilisi-ის აუდიტორიას გაუზიარეს. ღონისძიების მიზანი იყო სტარტაპების გლობალური ხედვის განვითარება და მათი ქვეყნის საზღვრებს მიღმა გაზრდის ხელშეწყობა.


ამჯერად ProductTank Tbilisi-ის ღონისძიების სპიკერები იყვნენ:

  • გეგა წურწუმია, Payze-ის თანადამფუძნებელი და თანადირექტორი

  • ვანო ჩალაძე, Cargon-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

  • დავით ყაველაშვილი, Digital Area-ს უფროსი პორტფელის მენეჯერი

შეხვედრას მოდერატორობა გაუწია ნოდო ივანიძემ, WiFisher-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.




„Startup Büro და ProductTank Tbilisi მის პარტნიორებთან ერთად აქტიურად განაგრძობენ პროდუქტ ქომუნითის გაერთიანებას, რომ პროდუქტ მენეჯმენტი, როგორც კარიერა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადონ. ამ არაფორმალური შეხვედრების სერია, მათი კონტენტი და პრემიუმ სპიკერები გრძელვადიან პერიოდში ტექნოლოგიური სტარტაპ ეკოსისტემის ზრდასა და გაძლიერებას მოემსახურება“,- განაცხადა გური ქოიავამ, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელმა და ProductTank Tbilisi-ის თანაორგანიზატორმა.


„საქართველოს ბანკის ჯგუფისთვის მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ სტარტაპებს სამომავლო განვითარებაში. ამის ნათელი მაგალითია ის პროექტები, რომელსაც ჯგუფი ამ მიზნით ახორციელებს. ვფიქრობთ, თემა განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვინც აქსელერაციის პროგრამაში ჩართვას და საკუთარი საქმიანობის მასშტაბირებაზე ფიქრობს. საქართველოს ბანკის ჯგუფი აგრძელებს ქართული სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ მსგავსი ღონისძიებები სტარტაპისთვის ზრდისა და სამომავლო განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა “,- განაცხადა ანდრო რატიანმა, საქართველოს ბანკის ჯგუფის ინოვაციების ხელმძღვანელმა.

11 views