საინვესტიციო პოლიტიკა

output-onlineimagetools.png
output-onlineimagetools.png

ფონდის საინვესტიციო მანდატი:

პროექტი უნდა უმარტივებდეს ადამიანებს ცხოვრებას და იძლეოდეს ციფრული პლატფორმის შექმნისა და განვითარების შესაძლებლობას

პროექტს ბაზარზე უნდა ჰქონდეს დაწყებული ოპერირება (Post-revenue)​

მიუხედავად ჩვენი გრძელვადიანი პარტნიორობისა, პროექტს უნდა ჰქონდეს მკაფიო გასვლის სტრატეგია (EXIT)

რას ვაკეთებთ

პროექტს უნდა გააჩნდეს გლობალურ ბაზარზე გაფართოების მნიშვნელოვანი პოტენციალი

პროექტი უნდა საჭიროებდეს თავდაპირველ ინვესტიციებს 50 000-დან 500 000 ლარამდე

პროექტს უნდა მართავდეს ჩამოყალიბებული გუნდი

პროექტი უნდა ქმნიდეს განსაკუთრებულ საზოგადოებრივ სიკეთეს

1

ვქმნით დაწყებითი ტექნოლოგიური ბიზნესების სტაბილურ ნაკადს

ჩვენ ვზრუნავთ შემოსავლების მქონე დაწყებითი ტექნოლოგური ბიზნესების სტაბილური ნაკადის შექმნაზე ფონდში, რისთვისაც ვიყენებთ  როგორც საკუთარ პლატფორებს და გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია დაინტერესებულ ბიზნესებთან, ასევე - სტრატეგიულ პარტნიორობას კერძო და საჯარო ინსტიტუტებთან.

3

საინვესტიციო პროექტის ღირებულების დასადგენად ვიყენებთ EBITDA Multiplier, DCF analysis, Net Asset Value/Book Value და Market Value  მეთოდებიდან ერთ-ერთს, რომელსაც ვარჩევთ ერთობლივი შეთანხმებით პოტენციურ პარტნიორ კომპანიასთან. 

ვაფასებთ საინვესტიციო პროექტის ღირებულებას

2

უზრუნველვყოფთ საინვესტიციო პროექტის დიაგნოსტიკას

საინვესტიციო პროექტის პირველადი განხილვის შემდგომ, სამი-ოთხი კვირის განმავლობაში უზრუნველვყოფთ, პოტენციური პორტფელური კომპანიის:

▪️ ბიზნეს მოდელის 

▪️ მმართველი გუნდის

▪️ სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის 

▪️ ორგანიზაციული სტრუქტურის და სამოტივაციო სქემების

▪️ ბიზნესპროცესებისა და პროცედურების

▪️ ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების 

▪️ ტექნოლოგიური აქტივების

▪️ იურიდიულ

 

შეფასებას. დიაგნოსტიკის მიზანია დავინახოთ ერთობლივი მუშაობით სინერგიის შექმნის შესაძლებლობა, რაც დაეხმარება წილის ღირებულების ზრდას.

4

გადაწყვეტილებას ინვესტირებაზე იღებს ფონდის საინვესტიციო-საკრედიტო კომიტეტი. დადებითი  გადაწყვეტილების შემთხვევაში ვამზადებთ და ხელს ვაწერთ:

▪️ საპარტნიორო შეთანხმებას,

▪️ წილის ნასყიდობის ხელშეკრულებას, 

▪️ პარტნიორი კომპანიის წესდების ახალ რედაქციას, (რეგისტრირდება საჯარო რეესტრში) და სხვ.

რაც გვაძლევს კორპორაციული მართვის ინსტრუმენტების გამოყენების შესაძლებლობას კომპანიაში.

ვახორციელებთ ინვესტიციას  პროექტში

5

ვახორციელებთ მეთვალყურეობას

შეთანხმების გაფორმებისთანავე ვიწყებთ კომპანიის სტარტეგიული და ფინანსური საქმიანობის მეთვალყურეობას. მეთვალყურეობის მიზანია, თითოეულ პროექტში, სადაც გვაქვს საინვესტიციო ინტერესი, მიღწეულ იქნას შეთანხმებული მიზანი და მოხდეს პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. იმის მიხედვით, თუ რამდენად წარმატებით ახერხებს ახერხებს კომპანია საქმიანობის დამოუკიდებლად წარმართვას, განვითარებას განსაზღვრული სტრატეგიისა და გეგმების შესაბამისად ვიყენებთ შემდეგ სტრატეგიებიდან ერთ-ერთს:

▪️  პასიური მეთვალყურეობა,

▪️  აქტიური მეთვალყურეობა,

▪️  მიმდინარე მართვა.

6

დამფუძნებელ მხარეებთან და არსებულ მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა ეტაპზე ვმუშაობთ პარტნიორი კომპანიის:

▪️ მისიის და ხედვის

▪️ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის

▪️ ორგანიზაციული სტრუქტურის

▪️ სამოტივაციო და შეფასების სისტემების

▪️ ბიზნესპროცესების და პროცედურების 

▪️ ორგანიზაციული კულტურის

▪️ საბჭოების / კოლეგიალური ფორმატების და ანგარიშვალდებულების მექანიზმების

 

ჯამურად, მართვის სისტემების ჩამოყალიბებაზე პორტფელურ კომპანიაში.

მხარს ვუჭერთ ორგანიზაციულ განვითარებაში

7

მხარს ვუჭერთ მარკეტინგში

პორტფელში დამატების საფუძველზე პარტნიორ კომპანიებს უზრუნველვყოფთ მარკეტინგულ კომპეტენციასა და რესურსებზე გაზრდილი ხელმისაწვდომობით ჩვენი სტრატეგიული მედიაპარტნიორების ხელშეწყობით. 

8

მხარს ვუჭერთ ტექნოლოგიურ განვითარებაში

ტექნოლოგიური სერვისების პროვაიდერი კომპანიების ერთ პორტფელში გაერთიანება გვაძლევს ტექნოლოგიური კუთხით დამატებით სინერგიული ეფექტების მიღწევის შესაძლებლობას თითოეული ბიზნესისთვის.

9

უზრუნველვყოფთ საჭირო ფინანსური რესურსით

ბიზნესებისთვის ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე საინვესტიციო-საკრედიტო კომიტეტი განსაზღვრავს დაფინანსების სახეს და ოდენობას. დაფინანსება შეიძლება განვახორციელოთ კაპიტალში შენატანის სახით და საჭიროებისამერ, დამატებით სესხის სახით. ​

შემოგვაქვს და ურთიერთთანამშრომლობის სრული ციკლის მანძილზე ვიყენებთ მენეჯერული აღრიცხვის კოეფიციენტებს, რითაც თვალყურს ვადევნებთ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას.

10

გავდივართ ინვესტიციიდან

პორტფელური კომპანიის დამფუძნებლებთან ვცდილობთ თავიდანვე შევათანხმოთ გასვლის სტრატეგია:

▪️ პარტნიორთან შეთანხმება წილის გამოსყიდვაზე დათქმული პერიოდის შემდგომ,

▪️ Merging უფრო დიდ დაინტერესებული კომპანიასთან,

▪️ ინვესტორზე წილის გასხვისება წილის საბაზრო ღირებულებით / სხვა შეთანხმებული პირობით,

▪️  კომპანიის აქციების საჯარო შეთავაზება;