პორტფოლიო
პორტფელი ამჟამად აერთიანებს ელექტრონულ ბიზნესებს ელ. კომერციის, ლოჯისტიკის, განათლების, გართობის და არამომგებიანი ორგანიზაციების ქვე-ინდუსტრიებიდან.


eBay.com-ის ოფიციალური პარტნიორი ყველაზე დიდი ქართული ონლაინ მაღაზია, რომელიც ქართველ მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას გამოიწერონ eBay.com-ის მილიარდზე მეტი პროდუქტი ონლაინ, ქართულ ენაზე, ეროვნულ ვალუტაში და ისარგებლონ განვადების და გარანტიის დამატებითი სერვისებით, ამის შემდგომ კომპანია უზრუნველყოფს შენაძენის ტრანსპორტირებას საქართველოში მომხმარებლისთვის სასურველ მისამართზე ქვეყნის 40-ზე მეტ რეგიონში.
ონლაინ ტურისტული სააგენტო საქმიანობის რვა წლიანი გამოცდილებით, რომლის დანიშნულებაა დაეხმაროს ადამიანებს მოგზაურობით ბედნიერი გამოცდილების მიღებაში. კომპანიის მულტიფუნქციური ვებსაიტი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს სხვადასხვა ავიაკომპანიის ბილეთებიდან სასურველი ერთ პლატფორმაზე, მოქნილი ფილტრაციის მექანიზმების გამოყენებით, მარტივად შეარჩიოს და შეიძინოს.
მაღალტექნოლოგიურ, ბიუჯეტურ სმარტფონებში ლიდერი ბრენდის "ოკიტელის" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. "პროფიტ კომერსის" შვილობილი კომპანია.
თავად "პროფიტ კომერსი" ელ.კომერციის პროდუქციის იმპორტს და ადგილობრივ ბაზარზე სხვადასხვა შვილობილი პლატფორმების თუ პარტნიორის მაღაზიების საშუალებით მათ რეალიზაციას ეწევა.
"სტარტაპ ბიუროსა" და "კედარი ვენჩერსის" ერთობლივი ინიციატივა. ორგანიზაციის დანიშნულებაა დააჩქაროს საქართველოს ტექნოლოგიური სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარება პოტენციალის მქონე ქართველი მეწარმეებისთვის ინვესტიციების მიწოდების უზრუნველყოფით, რისთვისაც ადგილობრივ და საერთაშორისო კერძო და საჯარო ინსტიტუტებთან პარტნიორობით მასპინძლობს გამოცდილების გაზიარების ღონისძიებებს და უწევს დაინტერესებულ მხარეებს ორგანიზაციულ მხარდაჭერას საინვესტიციო გადაწყვეტილებების აღსრულებაში.
ქართული სტარტაპ-ეკოსისტემის ერთ-ერთი ძირითადი მხარდამჭერი. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს კერძო თუ საჯარო სექტორებთან, რათა მათი ჩართულობით წარმატებით დანერგოს ქვეყანაში ჰაკათონები, ბიზნეს ბანაკები, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამები, ტრენინგები, კონფერენციები და სხვა უნარ-ჩვევებისა თუ შესაძლებლობების განვითარების პროგრამები მეწარმეებისთვის, ინოვატორებისა და შემოქმედებისთვის.



Software Development კომპანია, რომელის მიზანია, შექმნას ისეთი ციფრული პროდუქტები, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს საოპერაციო საქმიანობებს და შესაბამისად დაუზოგავს საოპერაციო ხარჯებს. კომპანია თანამედროვე Agile მეთოდოლოგიით უზრუნველყოფს პროდუქტის შექმნას, ჩაშვების შემდეგ კი ახორციელებს მის ტექნიკურ მონიტორინგს.
საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ონლაინმაღაზია. "რაგბისთორორის" დამიშნულებაა ქართული რაგბის პოპულარიზაცია და ქომაგებისთვის მთელს საქართველოში საგულშემატკივრო აქსესუარებისა და პროდუქტის ყიდვის გამარტივება. გულშემატკივრებს ვებ-გვერდზე შეუძლიათ იპოვონ ქართველი დიზაინერების მიერ რაგბისთვის შექმნილი ექსკლუზიიური კოლექციები, მაისურები, ბურთები ავტოგრაფებით და სხვ.
ლიტერატურული ყუთი გამოწერით მომხმარებელს სთავაზობს აირჩიოს სასურველი ჟანრიდან ერთ-ერთი და თვეში ერთხელ მიიღოს განგებ მისთვის შერჩეული ორი წიგნი სხვა საჩუქრებთან ერთად. ყუთში მოთავსებულ წიგნებს ლიტერატურული წრეების ცნობილი წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროის სპეციალისტები არჩევენ. ლიტბოქსი ლიტერატურის მოყვარულებს აძლევს შესაძლებლობას დაზოგონ დრო, ბიუჯეტი და მიიღონ კვალიფიციური რეკომენდაციია.
სტარტაპები მმართველი პარტნიორების მოლოდინში
Wedder.ge პლატფორმა, რომელიც ყველაფერს ქორწილისთვის ერთ სივრცეში აერთიანებს.
Allwine.ge ღვინის ონლაინ მაღაზია და ღვინის საინფორმაციო მედია პორტალი.
Aptiaqi.ge ონლაინ აფთიაქი თბილისის მასშტაბით მიწოდების სერვისით.