top of page

დამფუძნებლები

დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდი “კედარი ვენჩერსი” 2012 წელს დაფუძნდა.

output-onlineimagetools.png
output-onlineimagetools.png

პალიტრა მედია ჰოლდინგი

პალიტრა ჰოლდინგის ისტორია 1995 წლიდან გაზეთ "კვირის პალიტრით" იწყება. 1995 წლიდან დღემდე ერთი ბეჭდური გამოცემა საქართველოში უმსხვილეს მულტიმედია ჰოლდინგად განვითარდა. დღესდღეობით ჰოლდინგი აერთიანებს 14 ბეჭდურ გამოცემას, 20-ზე მეტ საინფორმაციო და ელ. კომერციის ვებგვერდს, რადიოს, ტელევიზიას, გამომცემლობას, წიგნებისა და სათამაშოების მაღაზიათა ქსელებს, სტამბას, ქაღალდის სადისტრიბუციო კომპანიას, ქაღალდის საწარმოს, სარეკლამო და ივენთ კომპანიებს.

პალიტრა მედია ჰოლდინგის მისიაა ქართული საზოგადოების ყველა ასაკისა და სოიალური ფენის წარმომადგენელს მიაწოდოს ცხოვრებისთვისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინფორმაცია, მისცეს პოლიტიკური, ბიზნეს, საგანმანათლებლო, კულტურული, სპორტული და გასართობი ინფორმაციის მიღების მრავალფეროვანი შესაძლებლობა ბეჭდვითი, ინტერნეტ, რადიო და სატელევიზიო მედიისა და საგამომცემლო საქმიანობის გამოყენებით.

პალიტრა ჰოლდინგის შემადგენლობაშია დღეს უკვე ისეთი ყველასთვის კარგად ცნობილი ბრენდები, როგორებიც არიან "IPN.ge", "BPN.ge", "ambebi.ge" "ბიბლუსი", "პალიტრა L" "ჰოტსეილი", "ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი", სხვ. პალიტრა ჰოლდინგი დაწყებითი ბიზნესისა და ინოვაციების საინვესტიციო ფონდის დამფუძნებელი და ფონდის პორტფელური კომპანიების სტრატეგიული მედია პარტნიორია.

პალიტრა მედია ჰოლდინგი

დამფუძნებელი

დიმიტრი ქუმსიშვილს აქვს კერძო და საჯარო სექტორში მუშაობის 20+ წლიანი მენეჯერული გამოცდილება. საჯარო სექტორში დიმიტრის 2012 წლიდან ეკავა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ქალაქ თბილისის ვიცე მერის, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის და ფინანსთა მინისტრის პოზიციები. პარალელურად, 2015 წლიდან, როგორც საქართველოს პირველი ვიცე პრემიერ მინისტრი, იგი იყო პასუხისმგებელი მთავრობის ეკონომიკურ გუნდზე და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. დიმიტრის ხელმძღვანელობით და ეკონომიკური გუნდის ჩართულობით ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურული რეფორმა და სტრატეგიული პროექტი, შედეგად 2015-2018 წლების განმავლობაში რეალური მშპ-ს ზრდის კოეფიციენტმა 2,9%-დან 7,5%-მდე იმატა. 2013 წლიდან დიმიტრი აქტიურად იყო ჩართული საქართველოში ინოვაციური/ტექნოლოგიური ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში. 2016 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტორში ჩამოყალიბდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, შეიქმნა ეკოსისტემის მხარდაჭერის პროგრამები, რომლებიც დღესაც ძალიან აქტიურია და დიდ როლს თამაშობს სტარტაპების განვითარებაში. ამავე პერიოდში დაიწერა და მიღებულ იქნა პირველი კანონი ინოვაციების შესახებ.

კერძო სექტორში აღსანიშნავია დიმიტრის 15 წლიანი გამოცდილება საბანკო სფეროში, სადაც ის იკავებდა "ბანკი ქართუს" გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის პოზიციას 12 წლის განმავლობაში.  სხვადასხვა პერიოდში ის კურირებდა რისკების, ბიზნესის განვითარების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მარკეტინგის მიმართულებებს. როგორც გუნდის მოქმედი წევრი, ის აქტიურად  იყო ჩართული დირექტორთა საბჭოს,  საკრედიტო და რისკების მართვის კომიტეტების საქმიანობაში. 2018 წლიდან დიმიტრი კვლავ კერძო სექტორში მოღვაწეობს, ჯერ როგორც "სინერჯი კაპიტალის" მმართველი პარტნიორი, 2020 წლიდან კი - “კედარი ვენჩერის” თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი. დიმიტრი ამავე დროს არის “გრიინ დაზღვევა საქართველოს” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ათამდე დაწყებითი ბიზნესი მმართველი პარტნიორი.

 

photo (1).jpeg

დიმიტრი ქუმსიშვილი

დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

პალიტრა
დიმიტრი ქუმსიშვილი
bottom of page